თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ონლაინ მაღაზია, თიბისი და VISA გთავაზობთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ თქვენი კომპანია განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს!
თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებთ.
შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მარტივად შექმნით ვებ-გვერდს, უფასო ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც დაასურათებს თქვენს პროდუქციას, თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას - TBC E-commerce, სფეისის ციფრულ განვადებას და მიტანის სერვისს.
VISA და თიბისი დააფინანსებს პირველ 200 კომპანიას, რომელიც უფასოდ მიიღებს ონლაინ პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობას 6 თვით, TBC E-commerce ის უფასოდ გამოყენებას 2 თვით და ფოტოგრაფის 30 პროდუქტის დასურათების სერვისს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ მაღაზიები.
ამ პროექტით გაკთებული მაღაზიებიდან შესაძლებელი არაქართული ბარათებით გატარება.
თუ კლიენტს უკვე აქვს ონლაინ პლატფორმა მას მაინც შეუძლია ამ შეთავაზებთ სარგებლობა. მას შეუძლია ერთ-ერთ გვერს დაარქვას "ონლაინ მაღაზია" - რომელზე კლიკითაც გადაამისამართებს მომხმარებელს ამ აქციით შექმნილ ონლაინ მაღაზიის გვერდზე სადაც ბიზნესს შეეძლება გაყიდოს საკუთარი პროდუქცია.
კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ შეთავაზებით სარგებლობა, თუმცა შემდეგ ის ვეღარ ჩაერთვება ამ შეთავაზებაში. კლიენტის გაწეული ხარჯი იქნება საიტის დომეინის და ჰოსტინგის წლიური საფასური იმ შემთხვევაში თუ კლიენტი უფასო ქვე დომეინს არ იყენებს.
პირველი 200 კლიენტი რომელიც გამართავს ონლაინ მაღაზიას - 6 თვის განმავლობაში დაფინანსდება საიტის ამწყობი და სამართავი პლატფორმის (b2c.ge) ყოველთვიური გადასახადისგან რომელიც შეადგენს 99₾ თვეში. ეს ფასი არ მოიცავს საიტის დომეინის და ჰოსტინგის ღირებულებას რომელიც კლიენტმა თავად უნდა შეიძინოს. პროექტის ფარგლებში მას ჰოსტინგის და დომეინის გადასახადის გარეშე, უფასოდ ისარგებლოს ქვე დომეინით ------.b2c.ge სადაც ----- ნაცვლად კლიენტს შეუძლია ჩაწეროს საკუთარი მაღაზიის სახელი.
ამ პროექტით შექმნილი ონლაინ მაღაზიების ნახვა შესაძლებელია ამავე ვებ-გვერდზე - "ონლაინ მაღაზიები" -ის ნაწილში.